მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> თურქეთი სირიის საზღვართან ყველა გამშვებ პუნქტს კეტავს

თურქეთის ვაჭრობისა და საბაჟო საკითხების მინისტრმა ბრძანება გასცა, დაეკეტათ ყველა საკონტროლო-გამშვები პუნქტი სირიის საზღვართან. ამის შესახებ თურქული მედია იუწყება.

ცოტა ხნის წინ სირიის ოპოზიციურმა ძალებმა თურქეთის საზღვართან მდებარე გამშვები პუნქტები დაიკავეს, თუმცა შემდეგ გაათავისუფლეს ისინი.

გაეროს მონაცემებით, თურქეთის ტერიტორიაზე ამჟამად 32 ათასი სირიელი ლტოლვილი იმყოფება, რომელთაც სამშობლო სამოქალაქო კონფლიქტის გამო დატოვეს.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც სირიელმა სამხედროებმა საზღვრის სიახლოვეს თურქული საბრძოლო ვერტმფრენი F-4 „ფანტომი' ჩამოაგდეს. ამის საპასუხოდ თურქეთმა საზღვარზე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები განათავსა.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები