მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> იალტაში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სამიტი გადაიდო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მეთაურთა მე-18 სამიტი გადაიდო. ეს შეხვედრა 11-12 მაისს იყო დაგეგმილი იალტაში, თუმცა ამჯერად უცნობია, როდისთვის მოხერხდება მისი ჩატარება.

„რადგანაც ევროპის რამდენიმე ქვეყნის მეთაურს ამჟამად, არ შეუძლია სამიტში მონაწილეობის მიღება, უკრაინის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, გადაიტანოს ეს შეხვედრები გარკვეული დროით,' - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ალექსანდრ დიკუსაროვმა.

ამ განცხადებიდან ნათელი არ არის, იალტის სამიტი მხოლოდ დროებით გადაიდო, თუ მოსალოდნელია, რომ მისი ჩატარების ადგილიც შეიცვალოს. რამდენიმე ხნის წინ, ევროპული ქვეყნების ლიდერებმა უარი განაცხადეს სამიტზე დასწრებაზე. ამგვარად მათ პროტესტი გამოთქვეს უკრაინის ხელისუფლების მიერ იულია ტიმოშენკოს დევნის გამო.

პირველად სამიტში მონაწილეობაზე უარი გერმანიამ და ჩეხეთმა თქვეს. ამასთანავე, ორივე ქვეყნის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მათი გადაწყვეტილება ტიმოშენკოს გარშემო არსებულ სიტუაციას უკავშირდება.

ევროპელი ლიდერების შეხვედრები მსგავსი ფორმატით ყოველწლიურად იმართება. ბოლო სამიტი გასულ წელს ვარშავაში ჩატარდა.

Internet.ge

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები