მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> იანუკოვიჩისთვის პირად არმიას ქმნიან

უკრაინაში დაარეგისტრირეს კანონპროექტი, რომელიც ახალი ძალოვანი სტრუქტურის შექმნას გულისხმობს. ეს იქნება სახელმწიფო მართლწესრიგის სამსახური, რომელიც მოწოდებული იქნება „იარაღით ხელში დაიცვას კონსტიტუციური წყობა მისი ძალადობრივად შეცვლის ან დამხობის შემთხვევაში'. რადგან ასეთ შემთხვევებში შინაგანი ჯარები არაეფექტურია - წერს უკრაინული მედია.

უკრაინის საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელის ვიქტორ ჩუმაკის თქმით, შინაგანი ჯარები სახელმწიფო ობიექტებს და დიპლომატიურ წარმომადგენლობებს იცავენ, გადაჰყავთ დაკავებულები. ახალი სამსახური კი, კანონპროექტის თანახმად, უფრო ფართო უფლება-მოვალეობებს მიიღებს. კერძოდ, მათ შეეძლებათ იარაღით ხელში დაიცვან ხელისუფლება.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები