მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ივა­ნიშ­ვი­ლი: სა­დე­მარ­კა­ციო ხა­ზებს ყო­ველ­გვა­რი დი­დი სკან­და­ლის გა­რე­შე გა­ვავ­ლებთ

გუ­შინ, 26 დე­კემ­ბერს, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენტ ილ­ჰამ ალი­ევ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა. პრე­მი­ერ­მა გა­ნაც­ხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის სა­დე­მარ­კა­ციო ხა­ზე­ბის გავ­ლე­ბას 'ყო­ველ­გვა­რი დი­დი სა­კან­და­ლის გა­რე­შე' მო­ა­ხერ­ხებს.  ივა­ნიშ­ვი­ლი აც­ხა­დებს, რომ  აზერ­ბა­ი­ჯა­ნი მზა­დაა, ორ ქვე­ყა­ნას შო­რის დე­მარ­კა­ცი­ის ხა­ზის გავ­ლე­ბა მოხ­დეს. 'თქვენ იცით, რომ იქ გვაქვს ჩვენ კით­ხვე­ბი. ახ­ლა ამ კით­ხვებ­საც თუ ძა­ლი­ან მკვეთ­რად არ გა­ვი­მე­ო­რებთ, მაგ­რამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ურ­თი­ერ­თო­ბა რაც არ­სე­ბობს დღეს ორ სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის, შეხ­ვედ­რა, რო­მე­ლიც ჩა­ტარ­და ახ­ლა ჩვენს გუნ­დებს შო­რის, ჩე­მი ერ­თი-ერ­თზე შეხ­ვედ­რა ბა­ტონ ალი­ევ­თან, ასე­ვე პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრთან, ყვე­ლა­ფე­რი სა­ფუძ­ველს გვაძ­ლევს იმი­სას, რომ ჩვენ მხო­ლოდ შიგ­ნით, მხო­ლოდ ორი მხა­რე, მხო­ლოდ მა­გი­დას­თან, ყვე­ლა­ფერს, სა­კა­მა­თო რაც გვაქვს, გა­დავ­წყვეტთ და აუ­ცი­ლებ­ლად ჩვენ მი­ვაღ­წევთ შე­დე­გებს და და­ვიწ­ყებთ ალ­ბათ ამ პრო­ცესს. ჯგუ­ფე­ბი იმუ­შა­ვე­ბენ ორი­ვე მხრი­დან. ჩვენ მო­ვა­ხერ­ხებთ და სა­დე­მარ­კა­ციო ხა­ზებს გა­ვავ­ლებთ ყო­ველ­გვა­რი დი­დი სკან­და­ლის გა­რე­შე. კა­მა­თი ალ­ბათ შედ­გე­ბა, ეს ნორ­მა­ლუ­რი პრო­ცე­სია, კა­მა­თი ოჯახ­შიც ხდე­ბა და მე ვფიქ­რობ, რომ ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რაც ორ სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის არ­სე­ბობს, ყო­ველ­გვარ სა­ფუძ­ველს გვაძ­ლევს იმი­სას, რომ მო­ვა­ხერ­ხებთ და უნ­და და­ვიწ­ყოთ. ეს არის პრო­ცე­სი ჩვე­ნი მხრი­დან ცო­ტა მი­ვიწ­ყე­ბუ­ლი. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფოს ჰქონ­დეს თა­ვი­სი საზ­ღვრე­ბი, კარ­გად ვი­ცო­დეთ და ვერ­კვე­ო­დეთ ამა­ში და ამას ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­კე­თებთ. ეს მო­მა­ვალ­ში რა­ღაც გარ­კვე­ულ დროს დაგ­ვა­ხარ­ჯი­ნებს, მაგ­რამ მო­მა­ვალ­ში გაგ­ვი­ი­ო­ლებს კი­დევ უფ­რო ურ­თი­ე­რო­ბებს',- აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

ტაბულა 

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები