მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ივანე მერაბიშვილი: 'რუსთავი 2'-ის დამოუკიდებლობა არის სასიცოცხლოდ აუცილებელი

'რუსთავი 2'-ის დამოუკიდებლობა არის სასიცოცხლოდ აუცილებელი, როგორც სიმბოლო დამოუკიდებელი ტელევიზიის', ამის შესახებ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის' გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა გაკეთა.

მერაბიშვილის განმარტებით, არა მარტო „ნაციონალური მოძრაობისათვის', ასევე მთელი საზოგადოებისათვის „რუსთავი 2'-ის დამოუკიდებლობა არის სასიცოცხლოდ აუცილებელი.

„მიმაჩნია, რომ არამხოლოდ სხვადასხვა პარტიულმა ორგანიზაციებმა, საზოგადოებამ, სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა გამოხატოს თავისი მოსაზრებები. რეალურად თუ ჩვენ ეს დავუშვით და „რუსთავი 2' აღარ იქნა დამოუკიდებელი და ის გახდა ივანიშვილის პირადი, ან მისი ოჯახის წევრების საკუთრება, მაშინ საქართველოში დამთავრდება დემოკრატია'- განმარტავს მერაბიშვილი.

 'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები