მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ივანიშვილის „ამბროსოვიჩიზაცია“

სოციალურ ქსელებში პოპულარულია ფოტო, რომელზეც ივანიშვილი, ედუარდ შევარდნაძის „დეტალებითაა' გამოსახური. 

„ფოტო-შოპით' შექმნილი ფოტოს ავტორები თვლიან, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი სულ უფრო მეტად ემსგავსება კრიმინალური და კორუფციული საქართველოს პრეზიდენტს, ედუარდ შევარდნაძეს. ისინი მიიჩნევენ, რომ ივანიშვილმა ხელისუფლებაში ამბროსოვიჩის კადრები დააბრუნა.

მოჰყავთ მაგალითებიც: შევარდნაძის უშიშროების მინისტრის მოადგილე, ლაშა ნაცვლიშვილი დღეს მთავარი პროკურორის მოადგილეა.

შევარდნაძის უშიშროების საბჭოს მდივანი თედო ჯაფარიძე დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს უდგას სათავეში. 

შევარდნაძის პრეს-სპიკერი კახა იმნაძე, ბიძინამ ელჩად დანიშნა გაეროში,

შევარდნაძის სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით კირვალიძე ივანიშვილმა კვლავ ძველ პოსტზე დააბრუნა. 

შევარდნაძის დრონდელი საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი სიხარულიძე ივანიშვილმა ელჩად გაამწესა და ა.შ.

ფოტოს ავტორები თვლიან, რომ შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებული კადრები დაბრუნდნენ პოლიციაშიც... ამიტომ, მათი აზრით, დღეს ბიძინა ივანიშვილის „ამბროსოვიჩიზაცია' მიმდინარეობს...

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები