მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ივანიშვილის აშშ-ში ვიზიტი მომავალი წლისთვის გადაიდო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი მომავალი წლისთვის გადაიდო. როგორც პრემიერმა აღნიშნა მისი აშშ-ში გამგზავრება ნოემბრის ბოლოსათვის იგეგმებოდა, თუმცა დატვირთული გრაფიკის გამო მომავალი წლისთვის დაიგეგმება მისი აშშ-ში ვიზიტი.

მისივე განმარტებით, 29 ნოემბერს აშშ-ში გაემგზავრება მაია ფანჯიკიძე და მას შეხვედრები ექნება აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონათან.

მისივე ინფორმაციით, 29 ნოემბერს აშშ-ში გაემგზავრება საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, რომელიც სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს შეხვდება.

'ჩემი ვიზიტის დაგეგმარება კი მომავალ წელს დაიწყება. ამის შესახებ ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ვაცნობეთ და ისინი ამას იზიარებენ. ევროპულმა ვიზიტმა მაჩვენა, რომ ბევრი სამუშაო და პრობლემები გვაქვს. ვერტიკალს გამაგრება უნდა, ეკონომიკას ბევრი რამ სჭირდება. ევროპაში მაქსიმალური ქულები დავიწერეთ ვიზიტით. ყველა შეხვედრა იყო წარმატებული, თუმცა ეს ოთხი დღე ძვირად დაგვიჯდა, რადგან ქვეყნის განვითარების პროცესს ამან ხელი შეუშალა', - აღნიშნა ივანიშვილმა.

'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები