მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ივანიშვილის გუნდს შემოდგომაზე კრახს უწინასწარმეტყველებენ

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ზუგდიდისა და ქუთაისისგან განსხვავებით, დედაქალაქში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. თუმცა ეს სიმშვიდე, რომ მოჩვენებითია დეპუტატების კომენტარებიდან ჩანს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივას უმრავლესობის შიშით ხსნის.

წიკლაური დარწმუნებულია, რომ „შემოდგომისთვის იმდენად მძაფრი იქნება ქვეყანაში კრიზისი, იმდენად ცუდი იქნება ეკონომიკური ვითარება და იმდენად ღრმა იქნება კრიტიკა მთელი მსოფლიოს მხრიდან, რომ 'ქართულმა ოცნებამ' შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვოს'.

'ამიტომ მათ სურთ, რომ გაიადვილონ საქმე და აარჩევინონ პრეზიდენტი იმ ორგანოს, რომელშიც დღესდღეობით აქვთ უმრავლესობა', - მიაჩნია დეპუტატს.   

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოვლთაო სახალხო განხილვის კომისიის ხელმძღვანელი, მანანა კობახიძე ოპტიმისტურადაა განწყობილი და აცხადებს , რომ რადგან 'ნაციონალური მოძრაობა' წარმოდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ეთანხმება არ ნიშნავს, რომ უმცირესობის ყველა წარმომადგენელი საკითხის დამტკიცებისას წითელ ღილაკს დააჭერს ხელს.

ოცნების მხრიდან უმცირესობაში შემავალი სუბექტების მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს აკაკი ბობოხიძეც.  

„საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე მიცემული ხმები არის წყალგამყოფი, თუ ვინმე უმცირესობის მხრიდან გადაწყვეტს საკონსტიტუციო პროექტებს მისცეს ხმა და ეს გადაწყვეტილება ფრაქციის ფორმატში მიღებული გადაწყვეტილება არ იქნება, პირადად ჩემთვის არის წყალგამყოფი იმისა, არის თუ არა ეს ადამიანი უმცირესობის წევრი', - აღნიშნა 'ინტეპრესნიუსთან' საუბრისას აკაკი ბობოხიძემ.

ამასთან, გასათვალისწინებელია ის ღია მუქარა, რომელიც პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ გააკეთა.

ივანიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში დეპუტატებს მომავლის გაფუჭებით ემუქრება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიაკავშირ „ობიექტივთან' ინტერვიუში განაცხადა, რომ საპარლამენტო უმცირესობა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ვერ გაბედავს, რადგან ამით ისინი მომავალს გაიფუჭებენ.

მიუხედავად ღია მუქარებისა, ''ქართულ ოცნებას'' რომ ''ნაციონალური მოძრაობის'' ეშინია, ვახტანგ ხმალაძის მიერ, გუშინ გახმოვანებულ ინიციატივაშიც გამოიკვეთა, რომელიც ასევე კონსტიტუციის ცვლილებას ეხება და ხალხის ნაცვლად, პრეზიდენტის პარლამენტის წევრების მიერ არჩევას გულისხმობს.

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები