მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ივანიშვილის ლობისტი, ფრანკ ვიზნერი მუბარაქის ხელისუფლებას „არასკრუტკებდა“

გაერო-ში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ფრენკ ვიზნერი, იმ ლობისტურ კომპანიას - Patton Boggs-ს წარმოადგენს, რომელთანაც, ბიძინა ივანიშვილს კონტრაქტი აქვს გაფორმებული. ამის შესახებ ცნობილი კომპანიის ვებ-გვერდიდან გახდა. აღსანიშნავია, რომ ვიზნერის კომპანია, გამოცემა „The independent'-ს ინფორმაციით, მუბარაქის ხელისუფლებასაც „არასკრუტკებდა'.

Patton Boggs -ს ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ ფრენკ ვიზნერი უზრუნველყოფს - კლიენტების მომსახურებას, ბიზნესის, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების გლობალურ სტრატეგიულ საკითხებში.  

მათი ინფორმაციით, ვიზნერი, როგორც საგარეო საქმეთა მრჩეველი, ფირმის საქმიანობაში ცენტრალურ როლს თამაშობს და საერთაშორისო კლიენტების დასახმარებლად საკუთარ გამოცდილებას იყენებს. ვებ-გვერდზე, ასევე მოცემულია ვიზნერის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები.

„შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ყოფილი ელჩი გაერო-ში , ფრენკ ვიზნერი, საქართველოში ბიძინა ივანიშვილის მოწვევით ჩამოვიდა და ქვეყანაში დიპლომატის  ვიზიტს „ქართული ოცნების' წევრებმა პოლიტიკური ელფერი შესძინეს. სინამდვილეში, კი, ის იმ ლობისტურ კომპანიას წარმოადგენს, რომელიც მსოფლიო მასშტაბით, ივანიშვილის პიარზე აქტიურად მუშაობს' - წერს სააგენტო „ინტერნეტ.ჯი'.

ვინ არის ფრანკ ვიზნერი?

ფრანკ ვიზნერს, 2011 წელს, ობამას ადმინისტრაციასა და მუბარაქის ხელისუფლებას შორის შუამავლის როლი უნდა განეხორციელებინა. თუმცა, კავშირის დამყარების საწინააღმდეგოდ, მისმა განცხადებამ თეთრ სახლს პრობლემები შეუქმნა.

მას შემდეგ, რაც მან აღნიშნა, რომ  ხელისუფლებაში მუბარაქის ცოტა მეტ ხანს დარჩენის სურვილი აქვს, შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებს მოუწიათ იმის მტკიცება, რომ ეს არ იყო მათგან გაგზავნილი ოფიციალური შეტყობინება და რომ ისინი არ იზიარებდნენ ამ აზრს.

გამოცემა 'The independent' თქმით, მათ გამოაშკარავეს, რომ ვიზნერს ანაზღაურებადი პოზიცია კომპანია Patton Boggs-ში ეკავა, რომელიც მუბარაქზე მუშაობდა. გამოცემის შეფასებით, სწორედ ამიტომ ჩაუფლავდა მას შუამავლის მისია.   

ამერიკის ოფიციალური პირები კი მსგავს განცხადებებს აკეთებდნენ: სენატორმა ჯონ ქერიმ განაცხადა, რომ ვიზნერის კომენტარები არანაირად არ ასახავდა იმ გეზს, რომელიც ადმინისტრაციას ჰქონდა პირველივე დღიდან, და ეს არ იყო ის მესიჯი, რომლის გადაცემაც მას ევალებოდა. ჰილარი ქლინტონმა კი მსგავსი კომენტარი გააკეთა: „ჩვენ ყველანი პატივს ვცემთ ბატონ ფრანკის ღვაწლს და იმას, რომ იგი ეგვიპტეში გაემგზავრა. მაგრამ იგი არ საუბრობდა ადმინისტრაციის სახელით'.

ექსპერტების თქმით, ვიზნერი მისი გამოცდილების გათვალისწინებით გააგზავნეს. თუმცა, ამერიკის ადმინისტრაციას მეგობრული პირის გაგზავნა სურდა და არა მტრულისა, რომელიც ადმინისტრაციის სათქმელს აბსოლუტურად შეცვლიდა. მისიის ჩაფლავების შემდეგ, ვიზნერი ამერიკის შეერთებულ შტატებიში დაბრუნდა.
 
Patton Boggs-ი არის ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული იურიდიული კომპანია, რომელსაც მუბარაქის ხელისუფლება £620,000-ზე მეტს უხდიდა თავისი ინტერესების ვაშინგტონში დასაცავად.  

 Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები