მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ივანიშვილის მოკითხვა ვლადიმერ პუტინს...

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ნოვოოგარევოს საპრეზიდენტო რეზიდენციაში შეხვდა,  საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოკითხვა გადასცა და დასძინა, რომ 'ის ყველა აუცილებელ და შესაძლებელ საშუალებას მიმართავს რუსეთთან ურთიერთობის მოსაგვარებლად''... ეს უკვე ნიშნავდა, რომ ილია მეორეს ვიზიტი რუსეთში პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა. 

თავის მხრივ, ვლადიმირ პუტინმაც მიულოცა საქართველოს პატრიარქს 80 წლისა და აღსაყდრების 35 წლის იუბილე და მადლობა გადაუხადა ორ ქვეყანას შორის არსებული რთული ვითარების მიუხედავად, ჰუმანიტარული, სასულიერო და  კულტურული კონტაქტების მხარდაჭერისთვის ორ მოძმე ქვეყანას შორის.  
ილია მეორეს არც გამგზავრებამდე დაუმალავს, რომ რუსეთში ვიზიტი მის დაჯილდოებაზე უფრო მნიშვნელოვან საკითხს ემსახურებოდა.

დღეს ცნობილი ხდება, რომ ივანიშვილი ხვალ რუსულ საუზმეზეა დაპატიჟებული, დიმიტრი მედვედევს შემთხვევით თუ სადმე შევხვდი არ ვიცი, დაგეგმილი კი არაფერი გვაქვს, და ის არც საუზმეზე დაპატიჟებულთა სიაში იყო - აცხადებდა პრემიერი, თუმცა, ცნობილი ხდება, რომ მედვედევი დავოსშია და როგორც რუსული მედია წერს, ის უკვე შეხვდა ბიძინა ივანიშვილს.

ასევე ცნობილი ხდება, რომ საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს რუსეთის პირველი სანიტარი გენადი ონიშენკო... საგარეო კურსის ცვლილებაზე ქვეყანაში ატეხილ ხმაურს კი ივანიშვილი არ იმჩნევს და უმცირესობის მიერ დასმულ საკითხს, განმარტოს პრემიერმა გეგმავს თუ არა ქვეყნის საგარეო კურსისის ცვლილებას, მხოლოდ პოლიტიკური ნაბიჯებით პასუხობს.

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები