მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ივანიშვილი და სააკაშვილი ბრიუსელში შეხვედრებს პარალელურ რეჟიმში გამართავენ

ევროკავშირისა და ნატოს წარმომადგენლებთან შეხვედრას 12-14 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც გამართავს. შეგახსენებთ, რომ ამავე პერიოდში ბრიუსელში ვიზიტი და სტრუქტურების მაღალჩინოსნებთან შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსაც აქვს დაგეგმილი. 
12 ნოემბერს, ქვეყნის პრეზიდენტი პრაღაში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 58-ე სესიაში და მასზე სიტყვით გამოვა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი სესიაზე გენერალური მდივნის პირადი მიწვევით მიემგაზვრება.

პრაღაში მიხეილ სააკაშვილი ორმხივ შეხვედრას გამართავს ნატოს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან. რასმუსენთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი ბიძინა ივანიშვილსაც, რომელიც ბრიუსელში, 14 ნოემბერს გაიმართება.

ჩეხეთიდან სააკაშვილი ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც 13-14 ნოემბერს ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპის საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან. 
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, 12-14 ნოემბერს ბრიუსელში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიაც მიემგზავრებიან.  

ივერონი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები