მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ივანიშვილი თბილისის ქუჩებში მსველელობას გეგმავს

ჩვენ ვიწყებთ - ამ ლოზუნგით ეპატიჟება დღეს კოალიცია 'ქართული ოცნება' მხარდამჭერებს აქციაზე, რომლითაც კოალიციის განცხადებით, საარჩევნო კამპანიას დაწყებას აღნიშნავს. 

'ქართული ოცნების' ინფორმაციით, კოალიციის ლიდერები ვაკის პარკის, ავლაბრის მეტროსა და დინამოს სტადიონის მიმდებარე ტერიტორიებიდან დაიძრებიან და ფეხით მსვლელობის შემდგომ თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან. სადაც 15:00 საათზე აქცია გაიმართება. 

მათივე ინფორმაციით, ფეხით მსვლელობაში მონაწილეობას კოალიციის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილიც მიიღებს. 

როგორც ბიძინა ივანიშვილი ფეისბუქის საშუალებით იტყობინება, 27 მაისის აქციისთვის მზადება დილის 4 საათზე დაიწყო. 

internet.ge 

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები