მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ივანიშვილი უმცირესობას ემუქრება

პრესკონფერენციაზე, რომელიც ამ წუთებში „შერატონ მეტეხი პალასში' მიმდინარეობს, პრემიერ მინისტრი ივანიშვილი უმცირესობის წევრ დეპუტატებს ემუქრება. 

მუქარა ეხება ივანიშვილის საკონსტიტუციო ახირებას, რომელსაც პარლამენტმა კენჭი ხვალ უნდა უყაროს. პრემიერი შიშობს, რომ შესაძლოა, მისი ინიციატივა, უფლებები შეუზღუდოს საქართველოს პრეზიდენტს, ჩავარდეს. 

ივანიშვილი აცხადებს, რომ უმცირესობის დეპუტატებს აიძულებს გამოვიდნენ და ახსნან, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას. მისი თქმით, მათ მოუწევთ პასუხისმგებლობა და საზოგადოებიდან გარიყვა თუ გაბედეს და ხმა არ მისცეს პრემიერის ინიციატივას. 

ჯერ კიდევ გუშინ ვწერდით იმის შესახებ, რომ დეპუტატებზე, ნაციონალური მოძრაობიდან უპრეცენდენტო ზეწოლა მიმდინარეობს. მათ ოჯახის წევრების დაპატიმრებითა და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან. 

მუქარა-შანტაჟს, მთავარი პროკურატურიდან ლაშა ნაცვლიშვილი, შს სამინისტროდან კი, კრიმინალური პოლიციის უფროსი, დავით ბედია და ე.წ. მოდერნიზირებული „კუდი' კურორებს. 

საკონსტიტუციო ცვლილებებს 100 დეპუტატის ხმა სჭირდება. ამჟამად „ქართულ ოცნებას' მხოლოდ 83 დეპუტატი ჰყავს. 

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები