მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ივანიშვილი: ალასანიამ მითხრა რომ პარტიაში წმენდას დაიწყებს

'როცა ალასანიას შევხვდი საგანელიძის განცხადების შემდეგ, რომ ჩვენს კოალიციაში არიან უკაცრავად და შემოყრილები, ირაკლიმ მითხრა, რომ დაიწყებს წმენდას პარტიაში და შემოყრილებს გაყრის. ირაკლიმ ისიც მითხრა, რომ ორი წლის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროს საუკეთესო სამინისტროდ აქცევს', - განაცხადა ივანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ, პრესკონფერენციაზე, 'შერატონ მეტეხი პალასში'. 

მან, ამ კომენტარით უნებურად გაყიდა ის გეგმები, რომელიც კოალიციის საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. თუ ალასანია ორი წლის განმავლობაში თავდაცვის მინისტრად დარჩება, აქედან ჩანს, რომ მისი კანდიდატურის განხილვა, საპრეზიდენტო არჩევნებში არც კი განიხილება. 

როგორც ჩანს, ივანიშვილმა ალასანია იმაზე უფრო მკაცრად დასაჯა, ვიდრე ვიცე-პრემიერობიდან მისი გათავისუფლებაა. დაუჭირეს მეგობრები, შეავიწროვეს მასთან გაიგივებული ბიზნესმენები, ახლა კი თანამებრძოლების პარტიიდან გაგდებას სთხოვენ. როგორც ივანიშვილის კომენტარით აღმოჩნდა, ალასანია მზადაა მონური მორჩილებით შეასრულოს ივანიშვილის აკვიატებული მითითებები.  

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები