მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ივანიშვილი: აპატურაი დავარწმუნე, რომ დემოკრატიულ ინსტიტუტებს ჩამოვაყალიბებთ

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მან აპატურაი დაარწმუნა, რომ ქვეყანაში ჭეშმარიტი დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას შეძლებს.

'მე დავარწმუნე ჯეიმს აპატურაი, რომ ჩვენ, ჩვენის მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში ჭეშმარიტი დემოკრატიული ინსტიტუტები ჩამოყალიბდეს, რაც ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის აუცილებელი მოთხოვნაა' ,- განაცხადა კოალიციის ლიდერმა.

მისივე თქმით, არჩევნების ჩატარებით ქვეყანამ საინტერესო გამოცდა ჩააბარა.

'ჩვენ ჩავაბარეთ ძალიან საინტერესო გამოცდა, რასაც ჰქვია არჩევნები. ამით განისაზღვრებოდა ჩვენი პერსპექტივა. მე შევახსენე მას, ახლა მათ უფრო პრინციპული,  პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადადგან იმისათვის, რომ საქართველოს ნატო-ში რეალური გაწევრიანება უახლოეს მომავალში მოხერხდეს',- განმარტა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი რუსეთის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ის რუსეთთან ურთიერთობის დალაგებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

ჩვენ ვამაყობთ, რომ ნატო-ს წევრ ქვეყნებთან ერთად ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციის მონაწილეები ვართ. ჩვენ, ჩვენის მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პარალელურად მოვახერხოთ და ჩვენს დიდ მეზობელთან - რუსეთთანაც დავალაგოთ ურთიერთობები და მოვახერხოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა', - დასძინა ივანიშვილმა.

internet.ge 

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები