მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ივანიშვილი: მიკვირს რატომ არ ბრუნდებიან სომხები სამშობლოში

„მიკვირს რატომ არ ბრუნდებიან სომხები სამშობლოში',- აღნიშნული სკანდალური ფრაზის ავტორი, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული გუნდის  პრემიერ მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილია.

„ქართული ოცნების' ლიდერმა  ინტერვიუ „ნიუ თაიმისის' ჟურნალისტ, ევგენია ალბას მისცა.

ივანიშვილი გაკვირვებას გამოთქვამს, რომ სომხები, რომლებიც სამშობლოსთან ძალიან  ახლოს ცხოვრობენ, საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებაზე არც კი ფიქრობენ.

„ჩემთვის ეს გაუგებარია, მე საფრანგეთში ვცხოვრობდი. წელიწადი გავატარე ამერიკაში, მაგრამ ღამით ჩემი სოფელი მესიზმრებოდა. ჩემი მიწა. ჩვენ ქართველები უჩვეულო ხალხი ვართ,  მიჯაჭვული  სამშობლოზე, ასეთია ჩვენი ბუნება',- აცხადებს ივანიშვილი.

კოალიციის ლიდერის ამ ინტერვიუს სომხეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მართაკ ზაგარიანისგან მკაცრი შეფასება უკვე მოჰყვა.

„თუ მსგავსი რამ მართლაც გაჟღერდა, მაშინ ის მინიმუმ წარმოუდგენელია. ეს განცხადება გამსახურდიას პოლიტიკის რეციდივია. რომლის ნაყოფს ქვეყანა დღესაც იმკის',- აღნიშნა სომხეთის პარლამენტის წევრმა და იქვე დასძინა, რომ თუ ეს პოლიტიკური ლიდერის შეცდომაა, ის უნდა გამოსწორდეს.

internet.ge 

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები