მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ივანიშვილი: პოლიტიკაში რომ მოვედი, პირველი უცხო სიტყვა ეს ვისწავლე – გენდერული

სოციალურ ქსელებში პოპულარულია პრემიერ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა, რომელშიც ის გენდერულ თანასწორობაზე საუბრობს. მისი თქმით, სიტყვა 'გენდერული' პოლიტიკაში წასვლისას ისწავლა და რამდენიმე დღეს იმახსოვრებდა.

'მე არ დაგიმალავთ, რომ პოლიტიკაში რომ მოვედი, პირველი უცხო სიტყვა ეს ვისწავლე - გენდერული და ამას რამდენიმე დღე ვიმახსოვრებდი, აზრი ვიცოდი. ეს ასეთივე უცხო ხილია ჩვენი საზოგადოებისთვის და ამით უკვე ბევრია ნათქვამი. უფრო ადრე დაიწყეს ამაზე ფიქრი ჩვენზე განვითარებულმა ქვეყნებმა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩავდგეთ ამ ქვეყნების რიგში' - ამბობს ივანიშვილი, რომლის ამ განცხადებებსაც FB-მომხმარებელთა კრიტიკა მოჰყვა.

'აუ, სიტყვა კოჰაბიტაცია-ზე რას იწვალებდა?', 'ჯერ იყო ' გადაცემუ ' და მერე გენდერული )', 'ისა და აკი პატრიარქმა ქმრებს ფეხები უნდა დაბანოთო? ეგაც აღარ დაგვიტოვოთ ეხლა! გრრრრ.... )))))))))', 'კოჰაბიტაციაზე რას იწვალებდა ))) არა , უცხო სიტყვებიდან პირველი ჯერ ' გადაცემუ ' ისწავლა და მერე მიხვდა რომ 'შედი ქალო 'ბუტკაში ს სინონიმი გენდერული ყოფილა ))', 'უიმე დედააა,გამაჟრჟოლა :))) წარმომიდგენია ,რას ფიქრობენ უცხოელები', - წერენ 'ფეისბუქელები'.

news.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები