მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ივანიშვილი: სააკაშვილი დამპირდა, დაასახელებს იმ ქვეყნებს, სადაც პრეზიდენტს მთავრობის დანიშვნა პარლამენტის თანხმობის გარეშე შეუძლია

,,სააკაშვილი დამპირდა, რომ საჯაროდ დაასახელებს იმ ქვეყნებს, სადაც პრეზიდენტს მთავრობის დანიშვნა პარლამენტის თანხმობის გარეშე შეუძლია', _ განაცხადა ჟურნალისტებთან ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის კომენტირებისას.

,,მიხეილ სააკაშვილის შევახსენე ჩემი ბოლო მიმართვა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომ ამდენ ხანს პასუხი ვერ გასცა და პოზიცია ვერ ჩამოაყალიბა, რაზეც საკმაოდ საინტერესო რამ მითხრა: რა უნდა ვთქვა, საქართველო ჩვეულებრივი საპრეზიდენტო რესპუბლიკაა და როცა დაუკონკრეტე, როგორ ჩვეულებრივი, პრეზიდენტს შეუძლია, რომ მთავრობა პარლამენტთან შეთანხმების გარეშე დანიშნოს? ამის შემდეგ მითხრა, რომ რამდენიმე ქვეყნის მაგალითს დაასახელებდა, მაგრამ ვერ დასაახელა და დამპირდა, რომ საჯაროდ განცხადებას გააკეთებს და დაასახელებს, რამდენიმე ქვეყანას, სადაც პრეზიდენტს მთავრობის დანიშვნა პარლამენტის თანხმობის გარეშე შეუძლია', -განაცხადა ივანიშვილმა.

 'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები