მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ივანიშვილი, სააკაშვილსაც „გაგებით მოკიდებას“ სთხოვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი,  ბიძინა ივანიშვილი ცენტრალური ტელევიზიებისა და გაზეთების მთავარ რედაქტორებს,  სოლოლაკის  ბიზნესცენტრში ხვდება. 

შეხვედრა,  კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. „ქვეყანას პოლიტიკური კრიზისის შიში აღარ აქვს' - ასე დაიწყო ქვეყნის პრემიერმა თავისი გამოსვლა და აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტს,  მთავრობის დათხოვნის უფლება კონსტიტუციურად აქვს. 

ივანიშვილი: თუ უმცირესობის ლიდერ პრეზიდენტს, არ მოსწონს ახალი ხელისუფლება, მას აქვს უფლება დაითხოვოს მთავრობა და თუ ახალ მთავრობას პარლამენტი არ დაუმტკიცებს, პარლამენტიც დაითხოვოს.  მათ,  ახლა კარგი დრო დაუდგათ.   მივესალმებით, თუ პრეზიდენტი ამ უფლებას გამოიყენებს. ვკითხოთ საზოგადოებას და ჩვენი ხელისუფლების მიმართ კრიტიკას საზოგადოება უპასუხებს.  პრეზიდენტს მითვისებული უფლებები ჩამოერთვა და პოლიტიკური სტაბილურობა დადგა ქვეყანაში. ქვეყანას პოლიტიკური კრიზისის შიში აღარ აქვს', -ივანიშვილი ირწმუნება, რომ სასამართლო რეფორმა, ვენეციის კომისიას რეკომენდაციებთან და ევროსტრუქტურებთან სრულ თავსებადობაშია. 

მედია გამოცემის რედაქტორები,  იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის სკანდალური განცხადებითაც დაინტერესდნენ, რომლის მიხედვითაც,  აგვისტოს ომის ირგვლივ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი დაიკითხოს.

ივანიშვილმა სააკაშვილს ურჩია, რომ თუ მისი დაკითხვის საჭიროება გახდა, ის ამას გაგებით უნდა მოეკიდოს. 

როგორც გუშინ ვთქვი, სასამართლოს წესით, პრეზიდენტის დაკითხვა, ვფიქრობ კულტურული წესია და თუ ამის საჭიროება იქნა, პრეზიდენტი ამას გაგებით უნდა მოეკიდოს. თქვენ იცით ევროპის ბევრი ქვეყანა, რომლის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტიც დაკითხულა.  პრეზიდენტი,  ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი ჩვეულებრივი წევრია და მასაც შეიძლება დაეკითხონ', - განაცხადა ივანიშვილმა და იქვე დასძინა, რომ აგვისტოს ომის გამოძიება არც წინა ხელისუფლების, არც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და არც საქართველოს იმიჯს არ დააზიანებს.

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები