მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ივანიშვილი: ჩვენი ეს დაპირება ცოტა გდაჭარბებული იყო...

ბიძინა ივანიშვილი აღიარებს, რომ „ქართული ოცნების' მთავარი დაპირება გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფების მესამედ ფასამდე შემცირების შესახებ აბსურდია. მეტიც, ივანიშვილი ურცხვად აცხადებს, რომ ამ მხრივ, კოალიციის დაპირება „ცოტა გადაჭარბებული იყო'. 

ციტატა: „ვერ მოვახერხეთ გარკვევა ბოლომდე, როგორ ხდება ფასთწარმოქმნა ელექტროენერგიაზე. ალბათ, მალე გავერკვევით. შესაბამისად, ის განახევრებული ტარიფები, რომელზეც ვსაუბრობდით, ალბათ არ გამოვა.

ჩვენი ეს დაპირება ცოტა გდაჭარბებული იყო, ალბათ', - განაცხადა ივანიშვილმა დღეს, „რედისონში' გამართულ პრესკონფერენციაზე. 

შესაბამისად, ფარდა აეხადა „ქართული ოცნების' პოლიტიკურ სპეკულაციებსაც. შეგახსენებთ, რომ როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები, ისე ივანიშვილის მინისტრები ხალხს უნამუსოდ ატყუებდნენ და აცხადებდნენ, რომ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასური შემცირდება (მესამედ ფასამდე). 

თუმცა, ოლიგარქმა ივანიშვილმა დღეს წერტილი დაუსვა „ქართული ოცნების' უტოპიურ რიტორიკას და ფაქტობრივად, აღიარა, რომ ამომრჩეველს არაკეთილსინდისიერად მოექცა.  

დენისა და გაზის ტარიფი არათუ მესამედ ფასამდე არ შემცირდება, არამედ, არც კი განახევრდება. „ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება'...

people.ge

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები