მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ივანიშვილმა სობჩაკს პუტინის გამო ინტერვიუზე უარი უთხრა, ვერ ვაწყენინებო!

ივანიშვილი პუტინს ელოლიავება. კიდევ ერთი არგუმენტი, რომ „ქართული ოცნება' რუსული პროექტია, რუსეთი ელიტარულ წრეებში გავრცელებული ბოლო ინფორმაციაა. ამ ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრმა  ჟურნალისტ ქსენია სობჩაკს  ინტერვიუზე უარი იმ მოტივით უთხრა, რომ სობჩაკი რუსეთში ოპოზიციონერია, ხოლო ივანიშვილს პუტინთან ურთიერთობის დაძაბვა  არ სურს.

მსახიობი სტანისლავ სადალსკი საკუთარ ბლოგში, რომელიც LIvejournal.ru-ზეა განთავსებული, ამ ფაქტის შესახებ და საქართველოს პრემიერ მინისტრზე საუბრობს.

'ქსენია სობჩაკმა, რომელიც ჩემი აზრით საუკეთესო რუსი ინტერვიუერია, პუტინის გამოსახულებიან მაისურში გამოწყობილმა ჩაწერა ინტერვიუ პოსტსაბჭოთა სივრცეში საუკეთესო პრეზიდენტთან - მიხეილ სააკაშვილთან. ქსუშას კრიმინალების დამცველ ივანიშვილისგანაც უნდოდა ინტერვიუს აღება, მაგრამ ბიძინას შეეშინდა და კატეგორიული უარი განაცხადა. მთავარი არგუმენტი იცით რა იყო? - სობჩაკი კრემლს არ უყვარს. მე კიდევ რუსეთთან ურთიერთობა უნდა დავალაგოო.' - წერს თავის ბლოგში სტანისლავ სადალსკი.

როგორც ჩანს,  მართალია იყო ჯერ კიდევ არჩევნებამდე გავრცელებული ინფორმაცია, რომ  პუტინისგან მიღებული საყვედურის გავლენით, „მეცხრე არხზე' გაშვებული ჩეჩნებზე  მომზადებული კრიტიკული სიუჟეტის გამო მიახურა თავის დროზე ივანიშვილმა ტელეკომპანია. პუტინის სიტყვას ივანიშვილისთვის გადამწყვეტი ძალა აქვს. პრინციპში, რა გასაკვირია, აბა მამა-მარჩენალს  ხომ ვერ „მოსჭრის თავს'?!

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები