მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ივანიშვილმა შს მინისტრს ნანა კაკაბაძის ფინანსური ინტერესების შესწავლა დაავალა

„პრესა.ჯი'-ს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ, ე.წ. პოლიტდევნილთა და პოლიტპატიმართა სიებზე მუშაობის შემდეგ თბილისის ცენტრალურ უბანში 5 ოთახიანი ბინა შეიძინა. 

ქალბატონი კაკაბაძის ფინანსური დაინტერესების მიმართ, პრესაში ინფორმაცია მას შემდეგ გაჟღერდა, რაც ე.წ. პოლიტდევნილთა და პოლიტპატიმართა სიებში ბევრი გაურკვეველი პირი აღმოჩნდა. 

იმის შესახებ, რომ ნანა კაკაბაძემ და ეკა ბესელიამ პატიმრების ახლობლებისგან ფული აიღეს, პირველად მოკლული პოლიციელის დედამ, ქალბატონმა ანა აზნაურაშვილმა განაცხადა (შვილის მკვლელობაში ბრალდებული გაათავისუფლეს). თუმცა, ქალბატონი ანა არ ყოფილა ერთადერთი, ვისაც კაკაბაძის საქმიანობის ირგვლივ კითხვები გაუჩნდა. 

კაკაბაძის ფინანსური დაინტერესების შესახებ ეჭვი აქვს პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილსაც. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ივანიშვილმა შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საკითხის შესწავლა და იმის გარკვევა დაავალა - რა სახის ფინანსური დაინტერესება ჰქონდა ნანა კაკაბაძეს ე.წ პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა სიაზე მუშაობისას.

ამ ეტაპზე, შს სამინისტრო ინფორმაციას აგროვებს კაკაბაძე-ბესელიას მიერ შედგენილი სიის ირგვლივ. პოლიციას აინტერესებს: რატომ და ვისი ლობირებით აღმოჩნდნენ ე.წ. პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა სიაში გაურკვეველი პირები, რომლებსაც პოლიტიკასთან საერთოდ არ ჰქონიათ შეხება. რა სახსრებით შეიძინა 5 ოთახიანი ბინა ქალბატონმა კაკაბაძემ (რომელიც, მათი ინფორმაციით, სხვის სახელზე გააფორმა)...

„პრესა.ჯი' ნანა კაკაბაძესაც დაუკავშირდა, თუმცა, მან ახალი ბინის ყიდვა უარყო და აღნიშნა, რომ „ისევ იქ ცხოვრობს, სადაც წლების წინ ცხოვრობდა'. თუმცა, ის ინფორმაცია, რომელიც კაკაბაძის ფინანსურ მოძლიერებაზე მიუთითებს, საპირისპიროზე მეტყველებს.

პრესა.ჯი: 5 ოთახიანი ბინა შეგიძენიათ თბილისის ცენტრალურ უბანში... რა დაგიჯდათ ახალი შენაძენი?

- კარგით, რა. რა კითხვაა ეს? სისულელე...

- ქალბატონო ნანა, ამბობენ, რომ თქვენ ეს ბინა მას შემდეგ შეიძინეთ, რაც პოლიტდევნილთა კომისიაში დაიწყეთ მუშაობა...

- თქვენ თუ გჯერათ ეს? მაშინ დაწერეთ. სადაც ვცხოვრობდი 2003 წლიდან, დღესაც იქ ვცხოვრობ. რატომ უნდა დაუსვა ადამიანის ასეთი ბინძური კითხვა!

- თქვენს მიმართ გაიჟღერა ბრალდებამ რომ პოლიტდევნილთა და პოლიტპატიმართა სიებში რამდენიმე ადამიანი ფინანსური დაინტერესების გამო ჩასვით...

- შენ გჯერა ეს და გინდა რომ დაწერო, ამიტომ მირეკავ...'

პ.ს: მართალია, ქალბატონი კაკაბაძე ბრალდებას უარყოფს, მაგრამ ათეულობით იმ პატიმრის ე.წ. პოლიტდევნილთა და პოლიტპატიმართა სიაში ჩასმა, რომლებსაც არც პოლიტიკასთან ჰქონიათ შეხება და რომელთა დანაშაული ეჭვის ქვეშაც კი არ დამდგარა, ბევრ რამეზე მიანიშნებს.

პრესა.GE

ე.შ 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები