მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ივან სუხოვი: ან სომხეთისკენ რკინიგზა აღდგება ან რუსეთი კავკასიაში თავისი პოზიციების დაკარგვას გააგრძელებს

'ან საქართველოს გავლით სომხეთისაკენ რკინიგზა აღდგება ან რუსეთი კავკასიაში თავისი პოზიციების დაკარგვას გააგრძელებს', _ აცხადებს რუსი მიმომხილველი ივან სუხოვი აფხაზ სეპარატისტთა ლიდერისა და სომხეთის პრეზიდენტის მოსკოვში განხორციელებული ვიზიტის ანალიზისას. 
'ვლადიმერ პუტინმა რამდენიმესაათიანი ინტერვალით სომხეთის ხელმძღვანელი და არაღიარებული აფხაზეთის ლიდერი მიიღო. სერჟ სარგსიანისათვის ეს პირველი ვიზიტი იყო მეორე ვადით პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ალექსანდრე ანქვაბი კი მომავალი ეკონომიკური თანამშრომლობის განსახილველად და 2014 წლის ოლიმპიურ თამაშებში აფხაზეთის შესაძლო მონაწილეობის დოზის განსასაზღვრავად ჩავიდა. მთელი თავისი განსხვავებების მიუხედავად ეს შეხვედრები შესაძლოა განხილულ იყოს როგორ მოკავშირეთა დათვალიერება ტურბულენტობის შესაძლო პერიოდის დადგომამდე. 
დღეისათვის სომხეთი და 'ქვეყნები'- აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი - პოზიცირებას რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილ ქვეყნებად ახდენენ',_ აცხადებს მიმომხილველი და აგრძელებს, რომ საქართველო კი ჯერჯერობით არ არის მზად საგარეო პოლიტიკის რუსეთისკენ რადიკალური შემოტრიალებისთვის. ამაზე საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული განცხადებაც მოწმობს, რომელიც საგარეო პოლიტიკას ეხება.
'რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის მომავალი ურთიერთობების პერსპექტივა, ორივე ქვეყნის დიპლომატების უცვლელი მეგობრული რიტორიკის მიუხედავად, ზოგადად ჯერჯერობით ფორმულირებული არ არის, მაშინ როდესაც საქართველოსთან ახლანდელი აზერბაიჯანი დაკავშირებულია უფრო მჭირდრო და მყარი ინფრასტრუქტურული კვანძებით, ვიდრე რუსეთთან. 
სომხეთი, 'აფხაზეთი' და 'სამხრეთ ოსეთი' - ეს სამი ტერიტორია ახლა ერთგვარ უწესრიგო სამკუთხედს ქმნის - ერთგვარი სამი საყრდენი, მათ შორის სამხედრო ბაზების თვალსაზრისითაც. 
მაგრამ განვითარებისათვის აუცილებელია ინფრასტრუქტურული კავშირები. დღეისათვის ისინი არ არსებობს. მათი აღდგენა კი რკინგზის აღდგენასთან ერთად შეიძლება მომხდარიყო, რომელიც ქართულ-აფხაზურ კონფლიქტამდე სოჭს სოხუმთან და ერევანთან დასავლეთ საქართველოს ტერიტორიის გავლით აერთიანებდა', _ აცხადებს ივან სუხოვი. 
მისივე თქმით, რკინიგზის ამ მონაკვეთის აღდგენის შესახებ საჯარო განხილვის დაწყების ნებისმიერი მცდელობა მკვეთრ წინააღმდეგობას იწვევს საქართველოსა და აზერბაიჯანის გარკვეულ წრეებში. 
'ამგვარი გზა სომხეთის სრულ განბლოკვას განახორციელებდა, რომელიც ახლა სრულიად გამოთიშულია ინფრასტრუქტურული სქემებიდან, რომელიც კავკასიაში ბაქოს, თბილისისა და ანკარის მიერ არის აგებული. ავტომატურად ეს სომხეთის პოზიციის გაძლიერების მაუწყებელი იქნებოდა, თან აზერბაიჯანთან და თურქეთთან არსებულ რთულ პირობებში. 
თავის მხრივ რუსეთი იმწამსვე დაიბრუნებს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო გავლენას რეგიონში, რომელიც მნიშვნელოვნად შემცირდა 1991 წლიდან. 
ამ გზისადმი სომხეთისა და აფხაზეთის ინტერესი სხვადასხვაგვარია. სომხეთისათვის ეს ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებია და პრინციპულად ახალი სტატუსია, რომელიც იმის საშუალებას იძლევა უფრო თავდაჯერებულ ტონალობაში განიხილოს ყარაბაღთან და თურქეთთან შერიგების საკითხები. 
აფხაზეთისათვის ეს სულ მცირე ეკონომიკური კონკურენციის ზრდაა. თუმცა ოდესღაც, სწორედ ამ რკინიგზით ჩავიდა აფხაზეთში ომი', _ აცხადებს მიმოხვილველი და აღნიშნავს, რომ აფხაზეთის 'პრეზიდენტი' ამ გზაზე ხაზგასმით დიპლომატიურად საუბრობს. მისი თქმით, ეს პროექტი სომხეთისთვისაა მომგებიანი, კონკრეტული წინადადებები რკინიგზის აღდგენის შესახებ ჯერ არ ყოფილა, მაგრამ რომც გაჩნდეს ჯერ 'აფხაზ ხალხთანაა' განსახილველი. 
'მართალია, რკინიგზის აღდგენის თემა ანქვაბისა და სარგსიანის მოსკოვში ვიზიტების შედეგების ამსახველ ოფიციალურ კომუნიკეებში არ ფიგურირებდა, მაგრამ ამ თემაზე უმალ კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა. მისი თქმით, პოლიტიკური ნება რკინიგზის აღდგენის საკითხში არის, მაგრამ აჩქარება არაა საჭირო, ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ ამ რკინიგზამ საქართველოს ინტერესებს არ მიაყენოს ზიანი. 
ამჟამად კი ცხადია, რომ სწორედ გზა იქნება მთავარი თემა რუსულ-სომხური ურთიერთობებისთვის პრეზიდენტ სარგსიანის მეორე ვადით მმართველობის დროს და 'რუსულ-აფხაზური ურთიერთობებისთვისაც' მას შემდეგ რაც 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა დასრუდება, ხოლო ჯერ კიდევ არავის მიერ ხმამაღლა არ დასმული პრობლემა ჟღერს ასე: ან ეს გზა აღდგება ან რუსეთი კავკასიაში თავისი პოზიციების დაკარგვას გააგრძელებს.', _ აცხადებს ივან სუხოვი.

 'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები