მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ილიას უნივერსიტეტში მშვილდოსნობისა და არბალეტიდან სროლის ასოციაციის პრეზენტაცია გაიმართება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს საქართველოს მშვილდოსნობის და არბალეტიდან სროლის ასოციაციის პრეზენტაცია გაიმართება .
როგორც 'ინტერპრესნიუსს' ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, საქართველოს მშვილდოსნობის და არბალეტიდან სროლის ასოციაცია გასული წლის ბოლოს დაარსდა. მისი დამფუძნებლები არიან: ასოციაციის პრეზიდენტი სერგო გათიკაევი, თენგიზ ტერუნაშვილი და ლიანა გელაშვილი.
ასოციაციის მიზანია საქართველოში ტრადიციული, სამონადირეო მშვილდოსნობის და არბალეტით სროლის განვითარება, სპორტის პოპულარიზაცია. ასევე, მაღალკვალიფიციურ სპორტსმენთა მომზადების სისტემის დანერგვა, მსოფლიო, ევროპისა და ნაციონალურ ჩემპიონატებში საქართველოს ნაკრები გუნდისა და ცალკეული სპორტსმენების წარმატებით გამოსვლის უზრუნველყოფაა.

'ინტერპრესნიუსი'

შ.კ.

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები