მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ილია მეორემ მცხეთის საპატრიარქო რეზიდენციაში ისრაელის ელჩი და მისი მეუღლე მიიღო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მცხეთის საპატრიარქო რეზიდენციაში ისრაელის ელჩი იუვალ ფუქსი და მისი მეუღლე მიიღო. 

როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდში აცხადებენ, ისრაელის ელჩმა მადლიერება გამოხატა საქართველოს პატრიარქის მიმართ სახალხო დიპლომატიის მიმართულებით ისრაელ-საქართველოს შორის ურთიერთობათა გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილის გამო.

თავის მხრივ, მისმა უწმიდესობამ აღნიშნა, რომ ქართველებსა და ებრაელებს შორის ურთიერთობა მრავალათასწლიანი ძმური თანაცხოვრებით არის გამყარებული და ერებს შორის არსებული ეს მეგობრული ურთიერთობები სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებსაც უწყობს ხელს. 

'მინდა, დაგარწმუნოთ, თქვენო აღმატებულებავ, რომ ქართველი ხალხი და საქართველო მუდამ მხარს უჭერდნენ ისრაელის სახელმწიფოს და მომავალშიც ასე იქნება' - განუცხადა ელჩს მისმა უწმიდესობამ. 

ივერონი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები