მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ილია მეორემ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფალთ დიალოგისკენ მოუწოდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საქართველოსა და რუსეთის ხელისუფალთ დიალოგისკენ მოუწოდებს , - ამის შესახებ ნათქვამია კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებაში, რომელიც საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა.
'მივმართავ ორივე სახელმწიფოს ხელმძღვანელებს, მოვუწოდებ მათ, გამოიჩინონ სიბრძნე, სიმამაცე და დაიწყონ დიალოგი სხვადასხვა დონეზე, რათა განიხილონ და მოაგვარონ დაგროვილი რთული საკითხები', _ აღნიშნულია ილია მეორის განცხადებაში.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ გადაუჭრელი კონფლიქტებისა და პრობლემების გამო კავკასიაში რთული ვითარებაა, რასაც კიდევ უფრო ართულებს საქართველოსა და რუსეთს შორის სახელმწიფო დონეზე დიალოგის არარსებობა. ილია მეორის შეფასებით, აღნიშნული იწვევს უნდობლობასა და ეჭვს ერთმანეთის მიმართ, რაც ხელს უშლის პრობლემების მოგვარებას.
კათოლიკოს-პატრიარქი მიიჩნევს, რომ მოქალაქეთა გადაადგილების თვალსაზრისით, გასულ წელს გარკვეული ზომები იყო მიღებული, თუმცა ამას შემდგომი ნაბიჯები არ მოჰყოლია. მისივე თქმით, კეთდება განცხადებები, რომლებიც არათუ აახლოებს მხარეებს, არამედ კიდევ უფრო აშორებს მათ ერთმანეთს.
'ჩვენ ყველა ღონეს უნდა მივმართოთ, რათა არ დავუშვათ ნეგატიური პროცესების შენარჩუნება და გაღრმავება. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ წარსულის გაკვეთილები და ვუცქიროთ მომავალს ჩვენი ხალხებისა და ქვეყნების ინტერესთა გათვალისწინებით. უნდა გვახსოვდეს ბრძნული სიტყვები: 'სანამ ამომავალ მზეს დაინახავდე, ხედავ შენს მეზობელს'. მტრული დამოკიდებულების გაგრძელება მეზობლებს შორის დაუშვებელია!', _ აღნიშნულია პატრიარქის განცხადებაში.
მოსკოვში გაემგზავრა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი, მეუფე გერასიმე შარაშენიძე, დეკანოზი გიორგი ხარაზიშვილი და არქიმანდრიტი დავით ჯინჭარაული, ასევე, საპატრიარქოს მრჩეველი ზურაბ აბაშიძე. დელეგაციის წევრები მოსკოვში, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან მოლაპარაკებების გასამართად გაემგზავრნენ. დაგეგმილია შეხვედრა რუსეთის პატრიარქ კირილთან. დელეგაცია მოსკოვში კვირის ბოლომდე დარჩება.
გამორიცხული არ არის, შეხვედრებზე ილია მეორის აფხაზეთში ჩასვლის საკითხიც განილიხონ.

ინტერპრესნიუსი

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები