მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ილია მეორემ ქართველ პოლიტიკოსებს ერთმანეთის შეურაცხყოფისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულ ქართველ პოლიტიკოსებს ერთმანეთის შეურაცხყოფისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

როგორც უწმინდესმა დღეს, საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა, პოლიტიკოსებმა მეტი სიბრძნე უნდა იქონიონ.

პატრიარქმა ყველა მხარეს სთხოვა, რომ კამათისა თუ საუბრისას ერთმანეთის მიმართ მოთმინბა გამოიჩინონ.

„ადამიანს, რომელსაც აქვს ძალაუფლება, შეუძლია ბევრი სიკეთე და ბევრი ბოროტება გააკეთოს, ამიტომ შევთხოვთ უფალს, რომ ყველას სიკეთე აკეთებინოს. ვთხოვ ყველას, იქონიოთ სიბრძნე, მოთმინება და ისეთი სიტყვა არ თქვათ, რომ მერე შეგრცხვეთ',- ბრძანა ილია მეორემ.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები