მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ილია მეორე კიევში გაემგზავრა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინ­თისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გუშინ კიევში კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ვლადიმერს შეხვდა.

საქართველოს პატრიარქი უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატ­რიარქ კირილსაც შეხვდება. მოლაპარაკებისას საქართველოს პატრიარქის აფხაზეთში ჩასვლის სა­კითხსაც განიხილავენ. საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელ დავით შარაშენიძის განცხა­დებით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ასევე იქნება აფხაზეთში მიმდინარე საეკლესიო პროცესები და აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქციის აღდგენისა და რელიგიური მისიის განხორციელება.

გარდა ამისა, ილია მეორე წმინდა ვლადიმერისა და რუსეთის ნათლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

27 ივლისს საქართველოსა და რუსეთის პატრიარქები და უკრაინის მიტროპოლიტი ნათლისმცე­მელ ვლადიმერის ძეგლთან ლოცვას აღავლენენ.

24 საათი

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები