მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ილია მეორე მოსკოვშია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე, პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მიტროპოლიტ თეოდორე ჭუაძე, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილ, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძე, არქიმანდრიტ დავით ჭინჭარაულ, არქიდიაკონ დემეტრე დავითაშვილ, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ ზაზა აბაშიძესა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ერთად მოსკოვში გაემგზავრა.

ილია მეორე რუსეთში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, მისი უწმინდესობა კირილის მიწვევით ჩავიდა. პატრიარქი მოსკოვში უმაღლესი რანგის საერო და სასულიერო პირებს შეხვდება. 23 იანვარს არის დაგეგმილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა.

როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებს პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ განუცხადა, ვიზიტის მიზანი, საქართველოს პატრიარქის დაჯილდოებაა. 'მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის ფონდმა' საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პრემიით დააჯილდოვა. ეს ჯილდო უკავშირდება მართლმადიდებელი ხალხების დამეგობრებაში შეტანილ განსაკუთრებულ წვლილს. დაჯილდოების ცერემონია დღეს გაიმართება, ასევე დღესაა დაგეგმილი შეხვედრა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, მის უწმინდესობა კირილის რეზიდენციაში ორ პატრიარქს შორის. ხვალ კი მოსკოვში, კრემლის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში დაგეგმილია წირვა, რომელშიც ორი ქვეყნის პატრიარქები და წმინდა სინოდის წევრები მიიღებენ მონაწილეობას. წირვის შემდეგ გაიმართება ოფიციალური სადილი. საქართველო პარტიარქი პუტინს 23 იანვარს, 15:00 საათზე შეხვდება.
მოსკოვში დაგეგმილ შეხვედრებზე დაგეგმილია ორი ქართველი მეფის, ვახტანგ მეექვსისა და თეიმურაზ პირველის საქართველოში გადმოსვენების საკითხის განხილვა.

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები