მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ილია მეორე - ადამიანებს შორის დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობებია

წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულთან დაკავშირებით, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია დასრულდა. 
წირვის დასრულების შემდეგ, უწმინდესმა მრევლს ქადაგებით მიმართა. კათოლიკოს პატრიარქი ქადაგებისას მოკლედ შეეხო ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას და აღნიშნა, რომ ადამიანებს შორის დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობებია. უწმინდესმა ბრძანა, რომ ლოცულობენ რათა ღმერთმა მისცეს საქართველოს მშვიდობა და ერთსულოვნება.
კათოლიკოს პატრიარქმა გაიხსენა წმინდა ილია მართლის სიტყვები, რომ უპირველესია ენა, მამული, სარწმუნოება და ბრძანა, რომ თავის მხრიდან დაუმატებდა 'ღმერთი, სამშობლო, ადამიანი'.
'ადამიანს უნდა გავუფრთხილდეთ, არ უნდა ვაკადროთ ისეთი სიტყვა, რომლისგანაც მერე შეგვრცხვება. ცუდი ისევ ადამიანს მოუბრუნდება', - ბრძანა ქადაგებისას უწმინდესმა.
კათოლიკოს პატრიარქმა ასევე იქადაგა ზნეობრივი სიწმინდის აუცილებლობაზე, წესჩვეულებების შენარჩუნებაზე, რადგან ბოლო პერიოდში საზოგადოებაში დიდი ნიაღვარით მოდის უზნეობა. კათოლიკოს პატრიარქმა ბრძანა, რომ თითოეული ოჯახი უნდა იყოს მთლიანი ერთი პატარა ეკლესია.
ქადაგების დასრულების შემდეგ უწმინდესმა მღვდელი გიორგი მუმლოშვილი, დეკანოზის ხარისხში აიყვანა და ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა. ასევე ,დალოცა ბაგრატიონის სახელობის სკოლა-ლიცეუმი და ხარაგაულის რამდენიმე სოფლის სკოლის მოსწავლეები. უწმინდესმა დალოცა ასევე რამდენიმე გვარი, კერძოდ ირემაშვილების, ადამაშვილების, კუციანების, გუჯეჯიანებისა და თომაძეების გვარები. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები