მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ილია მეორე - აფხაზი ხალხი მიხვდება, თუ სად არის ჭეშმარიტება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა, რომ, აფხაზი ხალხი მიხვდება, თუ სად არის ჭეშმარიტება. 
ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა დასრულდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა. 
პატრიარქმა სრულიად საქართველოს წმინდა გიორგის დღესასწაული მიულოცა და წმინდა გიორგის ცხოვრება და წამების ისტორია გაიხსნება. უწმინდესმა აღნიშნა, რომ ტაძარში მობრძანებულია ილორის წმინდა გიორგის ხატი, რომელიც ისტორიულია და თავის დროზე აფხაზეთში ილორის ტაძარს დადიანებმა შესწირეს. კათოლიკოს-პატრიარქმა ილორის წმინდა გიორგის ხატით დალოცა სრულიად საქართველო. უწმინდესმა ასევე ბრძანა, რომ ამ ხატით აქედან ლოცავს აფხაზებსაც. 
'ღმერთმა მისცეს გზა ჭეშმარიტებისა აფხაზებს. გვჯერა, რომ აფხაზი ხალხი იმდენად ბრძენია და გონიერი, რომ მიხვდება თუ სად არის ჭეშმარიტება და ჩვენ ყველანი ერთად ვიქნებით', - ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა. 
უწმინდესმა ასევე ბრძანა, რომ დადგება დრო, როდესაც ჩვენ ამ ხატით ჩავალთ აფხაზეთში. ქადაგებისას პატრიარქმა აღნიშნა, რომ წმინდა გიორგი მუდამ ჩვენთან არის და საქართველოს ვერავითარი ხილული თუ უხილავი მტერი ვერ დაშლის და დააჩოქებს. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები