მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ილია მეორე: 'ბოროტება ბოროტებით არ იკურნება'

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მრევლს პავლე მოციქულის ნათქვამს - 'მთელი ქვეყანა ბოროტებაში წევს' და ბიბლიურ ჭეშმარიტებას შეახსენებს იმის შესახებ, რომ 'ბოროტება ბოროტებით არ იკურნება'. 

'სამშობლო და ადამიანი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ღმერთი კი მათ თავზე გვირგვინივით ადგას. ეს გვირგვინი არ უნდა დავკარგოთ. არ შეიძლება, ადამიანი იყოს არსება, რომლის გულიც სავსეა ღვარძლით. არ შეიძლება, ადამიანმა იცხოვროს შურით და ბოროტებით. ბოროტება ბოროტებით არ იკურნება'- ამის შესახებ პატრიარქმა დღეს საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

უწმინდესმა მრევლს ისიც შეახსენა, რომ 'ბოროტებას დიდი მიზიდულობის ძალა აქვს და კიდეც რომ არ გინდოდეს, გაიძულებს, შენც იწვე ამ ბოროტებაში, სამშობლო კი საჩუქარია ღვთისა, კარიბჭეა ბედნიერებისა და სასუფევლისა'. 

'მინახავს მრავალი ქვეყანა, სადაც მაღლა დგას ეკონომიკური ცხოვრება და ხალხს არაფერი აკლია, თუმცა იქ მეტია ადამიანების კრიზისი და თვითმკვლელობა. ამის ახსნა ერთადერთია: სადაც იქნება საუნჯე შენი, იქ იქნება გული შენი. გააკეთეთ სიკეთე და ის ასმაგად უკან დაგიბრუნდებათ. ჩვენ ვფიქრობთ, რა მოელის საქართველოს მომავალში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მომავალი ღვთისმშობლის მფარველობით მშვიდობიანი იქნება, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ღვთის მადლის ღირსი. ღმერთმა მოგცეთ უნარი და სიბრძნე, რომ გაარჩიოთ თეთრი და შავი, ბოროტება და სიკეთე, მაგრამ რომ გაარჩევთ, სად არის ბოროტი და კეთილი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა დასაჯოთ და გაანადგუროთ. უნდა დაეხმაროთ მას ამ ბოროტების განდევნაში. იმედია, სიკეთე იმეფებს ჩვენში', - ბრძანა უწმინდესმა. 

ივერონი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები