მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ილია მეორე - განგებამ მოიტანა ეს ცვლილება და ჩვენ ამას დიდი სიბრძნით უნდა შევხვდეთ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იმედოვნებს, რომ მთავრობაში განხორციელებული ცვლილებები საქართველოსთვის სასიკეთო იქნება . 
როგორც უწმინდესმა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, ეს ცვლილება ღვთის ნებაა. პატრიარქმა საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხშირად არის შემთხვევები, როდესაც ქვეყანა თითქოს უფსკრულს უახლოვდება, თუმცა, 'ღვთის განგება ძლიერია და ისტორიის მანძილზე უფალს საქართველო ბევრჯერ გადაურჩენია'. 
'როდესაც ამბობენ - ეს არის პოზიცია, ეს - ოპოზიცია, ჩემი აზრით ოპოზიცია არავინ არის, ყველასთვის სამშობლო უდიდესი საუნჯეა, იმიტომ, რომ სამშობლოს გარეშე არსებობა შეუძლებელია. ადამიანი თავის ფესვებს არ უნდა მოწყდეს. განგებამ მოიტანა ეს ცვლილება და ჩვენ ამას დიდი სიბრძნით უნდა შევხვდეთ', - ბრძანა უწმინდესმა. 
ილია მეორემ საპატრიარქოში შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარის სტუმრობაც გაიხსენა, რომელმაც უთხრა, რომ მას ოპოზიცია არ ჰყავს. 'მან თქვა - ყველა ერთად ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნის საქმეს. პოზიციაც, ოპოზიციაც, პატრიარქიც, პრეზიდენტი და პრემიერი ყველა უნდა ვშრომობდეთ სამშობლოსთვის, რადგან როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა. როგორ შეიძლება პრეზიდენტი იყოს ოპოზიციაში, როდესაც ის მთელი ქვეყნის პრეზიდენტია. ვფიქრობ, ყველას გვტკივა გული სამშობლოსთვის, ყველა ვლოცულობთ იმისთვის, რომ საქართველო ამ მდგომარეობიდან გამოვიდეს და ჩვენ ვიქნებით ერთი სამწყსო, ხოლო უფალი მწყემსი ჩვენი', - ბრძანა უწმინდესმა. 
ქადაგების დასასრულს პატრიარქმა 'წარსული და მომავალი ხელისუფლება, ასევე ქართველი ხალხი და საქართველოს მთელი მოსახლეობა' დალოცა. დღესვე ილია მეორემ რამდენიმე სასულიერო პირი დააჯილდოვა და დალოცა გვარები: გვენეტაძეები, გასვიანები, სადაღაშვილები, ჯიშკარიანები, კიბირიები, სვარიანები, ფურცელაძეები, ქვარაიები და შერმადინები.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები