მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ილია მეორე - გარეგინ II ახალგაზრდა ადამიანია და ალბათ ჯერ მეტი გამოცდილება სჭირდება

საქართველოს ეკლესია ღიაა ყველსთვის, მაგრამ ქართული ეკლესია არ დაუშვებს, რომ დაიჩაგროს ქართველი ერი და საქართველო - ამის შესახებ , სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
პატრიარქი ამ საკითხს საქართველოში სომხეთის კათოლიკოსის, გარეგინ II-ის ვიზიტზე საუბრისას შეეხო. 'გარეგინ II ახალგაზრდა ადამიანია და ალბათ ჯერ მეტი გამოცდილება სჭირდება. ჭკვიანი კაცია, მაგრამ უნდა ყველაფერი სასწრაფოდ გააკეთოს, რაც არ გამოდის. ვუთხარი, რომ მაქვს დიდი გამოცდილება, ამიტომ სიმშვიდე ყველაფერს სჯობს', - აღნიშნა ილია მეორემ.
მისივე თქმით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ეკლესიებს შორის ურთიერთობას. 'სომხებს აქვთ სურვილი, გახსნან კიდევ ტაძრები საქართველოში. ჩვენ შევთავაზეთ, რომ თუ საქართველოში გაიხსნება სომხური ტაძრები, სომხეთშიც აუცილებლად უნდა გაიხსნას ქართული ტაძრები. შევთანხმდით, რომ მომავალში უფრო კარგი თანამშრომლობა გვექნება. მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ეკლესია ღიაა ყველასთვის, მაგრამ ქართული ეკლესია არ დაუშვებს, რომ დაიჩაგროს ქართველი ერი და ქვეყანა', - აღნიშნა ილია მეორემ.
მისივე თქმით, საქართველოს ეკლესია მუდმივად აწარმოების დიალოგს ყველა ხალხთან და ამაზე უარს არასდროს ამბობს, მაგრამ 'ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს სარწმუნოებას, კულტურას, სულიერებას'. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები