მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ილია მეორე - დედოფალმა მითხრა, რომ რთულია იყო დიდი ქვეყნის მეზობელი

რთულია იყო დიდი ქვეყნის მეზობელი, - ეს სიტყვები უთხრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, ელისაბედ მეორემ.
დედოფალთან შეხვედრის შესახებ ილია მეორემ 'ბი-ბი-სი'-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
'ეს იყო ძალიან თბილი შეხვედრა. მან მითხრა, რომ რთულია, იყო დიდი ქვეყნის მეზობელი. საქართველო უდიდეს პატივს სცემს მის უდიდებულესობას, დიდი ბრიტანეთის დედოფალს', - აღნიშნა ილია მეორემ.
პატრიარქი თქმით, ჩვენ გლობალიზაციის ეპოქაში ვცხოვრობთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა პატარა ქვეყნებმა შეინარჩუნონ თვითმყოფადობა, კულტურა და დიდმა სახელმწიფოებმა პატარა ქვეყნების კულტურა არ გადაყლაპონ.
ინტერვიუ დიდ ბრიტანეთში მყოფ პატრიარქთან ჟურნალისტმა ირაკლი იმნაიშვილმა ჩაწერა. მან მადლობა გადაუხადა პატრიარქს, რომ რუსულ ენაზე ინტერვიუს დათანხმდა. პატრიარქმა ეს იმით ახსნა, რომ ქართულ ენაზე 'ბი-ბი-სი' არ მაუწყებლობს.

ინტერპრესნიუსი

შ.კ.

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები