მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ილია მეორე - ერთმანეთის ცემა, მით უფრო ქვების სროლა და იარაღით დამუქრება ყოვლად დაუშვებელია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სოფელ კარალეთში მომხდარ ინციდენტს გმობს და იმედოვნებს, რომ ქართველები ერთმანეთს ქვებს აღარ ესვრიან .
ამის შესახებ უწმინდესმა დღეს, სამების ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და მის შვილებს მსგავსი რამ არ შეეფერებათ. პატრიარქის თქმით, გასულ კვირას ერთმანეთისთვის ტალახის სროლის მიუღებლობაზე იქადაგა, თუმცა მიმდინარე კვირას უარესი, ქართველების მიერ ერთმანეთისთვის ქვების სროლის შესახებ შეიტყო.
პატრიარქმა მიმართა ყველას - ხელისუფლებას, ოპოზიციას, ყველა პარტიის წევრს და რიგით ადამიანებს, რომ მსგავსი რამ აღარ გაიმეორონ. 'ეს არის სირცხვილი თქვენი და ქართველი ერისა. როგორ ბედავს ადამიანი, რომ იღებს ქვას და მეორეს ესვრის, სად არის თქვენი სარწმუნოება და სიკეთე?!', - მიმართა მრევლს პატრიარქმა.
მისივე განცხადებით, თითოეული ქართველის უკან სამშობლო დგას და ადამიანებმა ერთმანეთს ისეთი რამ არ უნდა გაუკეთონ, რითაც ქვეყანა დაზარალდება. 'თქვენ შეგიძლიათ შეხვდეთ ერთმანეთს, ისაუბროთ, იკამათოთ, მაგრამ ერთმანეთის ცემა, მით უფრო ქვების სროლა და იარაღით დამუქრება ყოვლად დაუშვებელია', - ბრძანა პატრიარქმა და ხაზი გაუსვა, რომ მტერს სწორედ ქართველებს შორის ურთიერთობის დაძაბვა უნდა. დღევანდელი ქადაგებისას ილია მეორემ იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები