მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ილია მეორე: ერთმანეთს ტალახი არ ვესროლოთ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სადღესასწაულო წირვა აღასრულა.

წირვის შემდეგ პატრიარქმა, მრევლს მიმართა. უნეტარესის თქმით, ადამიანებმა ერთმანეთს ტალახი არ უნდა ესროლონ.

„3 თვის შემდეგ არჩევნები გველოდება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ტალახი არ ვესროლოთ ერთმანეთს. არ უნდა ვუთხრათ ერთმანეთს ისეთი სიტყვა, რომელიც დაამცირებს ვინმეს, რომელიც იქნება ისეთი მძიმე მომავლისთვის, რომ სახეში შეხედვა გაგვიჭირდეს',- ბრძანა პატრიარქმა.

სადღესასწაულო წირვას, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა. ამბიონთან მას პატრიარქი შეეგება. უწმინდესმა პრეზიდენტი მისთვის განკუთვნილ ადგილზე მიაცილა. პრეზიდენტმა მუხლი მოიდრიკა და პატრიარქს ხელზე ეამბორა. წირვის შემდეგ კი, ილია მეორემ, მიხეილ სააკაშვილი ტრაპეზზე მიიწვია და კვართი უჩვენა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას' სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.

internet.ge 

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები