მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ილია მეორე - იმედია, საქართველო არჩევნებს მშვიდად შეხვდება

იმედია, საქართველო არჩევნებს მშვიდად შეხვდება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სვეტიცხოვლის ტაძარში ქადაგებისას ბრძანა. 
როგორც უწმინდესმა ბრძანა, ამჟამად საქართველოში ძალიან რთული პერიოდია, სამი თვის შემდეგ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ადამიანებმა ერთმანეთს ტალახი არ ესროლონ და არ უთხრან შეურაცხმყოფელი სიტყვები. პატრიარქმა ბრძანა, რომ თუ ადამიანი განკითხვისგან, დამცირებისგან, შეურაცხმყოფელი სიტყვებისგან თავს შეიკავებს, ღმერთი მასთან იქნება. 
'მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ გავუძლებთ ჩვენს ვნებებს და მშვიდობიანად შევხვდებით არჩევნებს, მშვიდობით განვითარდება ჩვენი ქვეყანა. მოხარული ვართ, რომ დღეს აქ იმყოფება პრეზიდენტი', - აღნიშნა უწმინდესმა ქადაგებისას. 
კათოლიკოს-პატრიარქმა ამბიონზე პრეზიდენტიც მიიწვია, თუმცა მას ტაძარში შეკრებილი საზოგადოებისა და მრევლისათვის არაფერი უთქვამს. პატრიარქმა პრეზიდენტს ნაკურთხი წყალი ასხურა და ჯვარზე ამთხვია. 
დღესვე სამების ლავრის სულიწმინდის სანათლავ ტაძარში პატრიარქი 510 ჩვილს მონათლავს. ამჟამად უწმინდესს 12 000-მდე ნათლული ჰყავს.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები