მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ილია მეორე - როგორ შეიძლება პრეზიდენტი ოპოზიციაში იყოს

როგორ შეიძლება პრეზიდენტი იყოს ოპოზიციაში, როდესაც ის მთელი ქვეყნის პრეზიდენტია , - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელ საკვირაო გადაგებაში განაცხადა.
'როგორ შეიძლება პრეზიდენტი იყოს ოპოზიციაში, როდესაც ის მთელი ქვეყნის პრეზიდენტია. ვფიქრობ, ყველას გვტკივა გული სამშობლოსთვის, ყველა ვლოცულობთ იმისთვის, რომ საქართველო ამ მდგომარეობიდან გამოვიდეს და ჩვენ ვიქნებით ერთი სამწყსო, ხოლო უფალი მწყემსი ჩვენი', - ბრძანა უწმინდესმა. 
ილია მეორემ საპატრიარქოში შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარის სტუმრობაც გაიხსენა, რომელმაც უთხრა, რომ მას ოპოზიცია არ ჰყავს. 
'მან თქვა - ყველა ერთად ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნის საქმეს. პოზიციაც, ოპოზიციაც, პატრიარქიც, პრეზიდენტი და პრემიერი ყველა უნდა ვშრომობდეთ სამშობლოსთვის, რადგან როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა'... როდესაც ამბობენ - ეს არის პოზიცია, ეს - ოპოზიცია, ჩემი აზრით ოპოზიცია არავინ არის, ყველასთვის სამშობლო უდიდესი საუნჯეა, იმიტომ, რომ სამშობლოს გარეშე არსებობა შეუძლებელია. ადამიანი თავის ფესვებს არ უნდა მოწყდეს. განგებამ მოიტანა ეს ცვლილება და ჩვენ ამას დიდი სიბრძნით უნდა შევხვდეთ', - აღნიშნა ილია მეორემ და იმედი გამოთქვა, რომ მთავრობაში განხორციელებული ცვლილებები საქართველოსთვის სასიკეთო იქნება. 

იხილეთ ვიდეო:როგორ შეიძლება პრეზიდენტი იყოს ოპოზიციაში - ილია მეორე

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები