მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ილია მეორე: შეავედრეთ საქართველო უფალს

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ნათლისღების დღესასწაულზე მისულ მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ლოცვის გაძლიერებისკენ მოუწოდა, რადგან მას ხვალ რუსეთში მნიშვნელოვანი შეხვედრები აქვს დაგეგმილი.

ილია მეორე: ჩვენ მივემგზავრებით ხვალ მოსკოვში და ძალიან საყურადღებო საკითხებზე გვექნება იქ საუბარი. მინდა გთხოვოთ, რომ ილოცოთ. შეავედრეთ საქართველო უფალს. 

ქადაგებამდე უწმინდესმა ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალკურთხევის რიტუალი ჩაატარა.

საზეიმო წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა 26 გვარი დალოცა, მათ შორის, გოგბერაშვილები, გოცირიძეები, ნათელაშვილები, კავსაძეები, ზაალიშვილები და სხვ.

გარდა ამისა სამების ტაძარში საღმრთო ლიტურგია გაიმართა. მსახურების ბოლოს უწმინდესი სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად ტაძრიდან გამობრძანდა და მსვლელობა ხატებით და ჯვრებით მოეწყო.

როგორც მღვდელმთავრები აღნიშნავენ, ნათლისღებას ნაკურთხ წყალს მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს.

P.S. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეს მოსკოვში ვიზიტი მისთვის ჯილდოს გადაცემას უკავშირდება. 21 იანვარს, მოსკოვში საერთაშორისო საზოგადოებრივი ერთობის ფონდის ყოველწლიური, რიგირთ მე-13 დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელსაც რუსეთისა და მოსკოვის პატრიარქი, უწმინდესი კირილი უხელმძღვანელებს. საქართველოს პატრიარქს,  გადაეცემა პრემია სახელწოდებით - 'გამორჩეული საქმიანობისა და მართლმადიდებელ ხალხებს შორის ერთობის განმტკიცებისათვის ქრისტიანული ფასეულობების დამყარებისა და განმტკიცებისთვის საზოგადოებაში'.  

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები