მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ილია მეორე – მოსკოვში საყურადღებო საკითხებზე იქნება მსჯელობა

მივდივართ მოსკოვში, საყურადღებო საკითხებზე იქნება მსჯელობა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში , სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა. 
ამასთან, უწმინდესმა მიმართა მრევლს, ილოცონ ღვთისმშობლისადმი, როცა შეძლებენ. 
'მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო', - უწმინდესმა ეს ლოცვა მრევლთან ერთად სამჯერ გაიმეორა.
'მივდივართ მოსკოვში, საყურადღებო საკითხებზე იქნება მსჯელობა. ილოცეთ, შეავედრეთ საქართველო უფალს და რაც შეგიძლიათ ილოცეთ 'მოწყალებისა კარი განგვიღე', - ბრძანა უწმინდესმა.
ქადაგების შემდეგ პატრიარქმა 26 გვარი დალოცა. დღეს ასევე სამების ტაძრის ეზოში წყალკურთხევის რიტუალი შესრულდა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსკოვში ხვალ მიემგზავრება. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები