მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ილია ჭავჭავაძის საზოგადოება: რკინიგზის გახსნა დეოკუპაციის გარეშე დანაშაულია

ილია ჭავჭავაძის საზოგადოება ხელისუფლებლების ინიციატივას რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის შესაძლო ეხმიანება და აცხადებს, რომ .რკინიგზის გახსნა დეოკუპაციის გარეშე დანაშაულია.

'ახალი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან რამდენჯერმე უკვე გაისმა განცხადება რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით. გუშინ ეს განზრახვა გაიმეორა პრემიერმა ივანიშვილმა სომხეთში ვიზიტისას.

რკინიგზის ამ მონაკვეთის გახსნა, ისევე როგორც ოკუპირებული ტერიტორიებისთვის მხარეების სტატუსის მინიჭების და სხვა მსგავსი ინიციატივები აშკარად ემსახურება ამ ტერიტორიების რუსეთის მიერ მიტაცებასთან თანდათანობით შეგუების, ლეგალიზიის მცდელობას. .რკინიგზის ამ მონაკვეთის გახსნა ჩვენი ტერიტორიის დეოკუპაციის ან დეოკუპაციის პროცესის დაწყების გარეშე, ნიშნავს ჩვენს ხელთ ჩვენი მიწების დაბრუნებისთვის არსებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბერკეტზე უარის თქმას, რომ აღარაფერი ვთქვათ ამ საქმის მძიმე გეოპოლიტიკურ შედეგებზე.
ჩვენ პროტესტს ვაცხადებთ ამგვარი ინიციატივის გამო და მოვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან ამ ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯზე უარის თქმას.', - ნათქვამია ილია ჭავჭავაძის საზოგადოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები