მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ილჰამ ალიევმა მიხეილ სააკაშვილს ჰეიდარ ალიევის სახელობის ფონდი დაათვალიერებინა

აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით მყოფ მიხეილ სააკაშვილს აზერბაიჯანელმა კოლეგამ, ილჰამ ალიევმა ჰეიდარ ალიევის სახელობის ფონდი დაათვალიერებინა. როგორც საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილმა ფონდის სამახსოვრო წიგნში ჩანაწერიც გააკეთა.
ჰეიდარ ალიევის სახელობის ფონდში ორი ქვეყნის ლიდერები პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაემგზავრნენ. 
საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები და ერთობლივი პროექტები განიხილეს. 
მხარეები ერთმანეთს გაფართოებული შემადგენლობითაც შეხვდნენ. როგორც მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, საქართველომ და აზერბაიჯანმა რეგიონში ორმხრივი თანამშრომლობის მოდელი შექმნეს, რომელიც ყველა სხვა ქვეყნისათვის მისაბაძია.
გაფართოებული შეხვედრისას, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმდა ორი დოკუმენტი - ურთიერთგაგების მემორანდუმი საჯარო სამართლის იურიდიული პირის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტს შორის სტატისტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ და შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. აღნიშნულ დოკუმენტებს ხელი შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებმა მოაწერეს. ამას გარდა, ცნობილი გახდა, რომ კახის  რაიონში გაიხსენება ქართული კულტურის ცენტრი, სადაც განთავსდება ბიბლიოთეკა და ქართული თეატრი.
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დღეს დასრულდება. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები