მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> იმედის 'ღია ეთერს' ეკა ხოფერია, დიანა ტრაპაიძე და თეა სიჭინავა გაუძღვებიან

7 ნოემბერს ტელეკომპანია 'იმედის' პირდაპირ ეთერში, თოქ-შოუ 'ღია ეთერი' გავა. ტელეკომპანიის დარბევიდან 5 წლის შემდეგ, გადაცემაში მოწვეული ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, მედია-ექსპერტები და პოლიტიკური მიმომხილველები შეეცდებიან გაარკვიონ, თუ რა მოხდა 2007 წლის 7 ნოემბერს და როგორ აისახა ეს დღე, მომდევნო ხუთ წელიწადზე. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გადაცემას, ტელეკომპანიის ყოფილი სახეები - ეკა ხოფერია, დიანა ტრაპაიძე და თეა სიჭინავა გაუძღვებიან. ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ბაია ცანავას განცხადებით, პროექტი თავისი მასშტაბურობით უპრეცედენტო იქნება და ის ერთდროულად, სამი ტელეკომპანიის, 'იმედის', 'მეცხრე არხისა' და ტელეკომპანია 'მაესტროს' ეთერით გავა და მასში მონაწილეობას, სხვადასხვა ფორმით, ორასზე მეტი ადამიანი მიიღებს. 

ტელეკომპანია 'მაესტროს' დამფუძნებლის, მამუკა ღლონტის განცხადებით, მას ტელეკომპანია 'იმედის' წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და გადაცემის, ტელეკომპანია 'მაესტროს' პირდაპირ ეთერში გაშვებაც შესთავაზეს, რასაც ღლონტი დაუფიქრებლად დათანხმდა. 'მაესტროს' დამფუძნებელი ფიქრობს, რომ ხუთი წლის წინ საქართველოში იმდენად შემაძრწუნებელი ფაქტი მოხდა, ტელეკომპანიის დარბევის სახით, რომ აღნიშნულ აქციაში, წესით ყველა ტელეკომპანიას უნდა მიეღო მონაწილეობა. 

7 ნოემბერს ტელე-იმედის ეთერში ასევე 4 მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გავა, 'იმედის' დარბევის შესახებ, რომელსაც 'იმედის გმირების' სარედაქციო ჯგუფი ამზადებს. ფილმები ეთერში, ერთი კვირის განმავლობაში იტრიალებს.  

ივერონი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები