მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ინგა გრიგოლია: ფოტორეპორტიორების დაკავება 26 მაისს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება

 

ჯაშუშობის ბრალდებით ფოტო-რეპორტიორების დაკავება 26 მაისს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. აღნიშნულის შესახებ 'ჯეონიუსს' 'ქრისტიან დემოკრატიული პარტიის' ლიდერმა, ინგა გრიგოლიამ განუცხადა.

'ვფიქრობ, რომ ფოტორეპორტიორები 26 მაისს განვითარებული მოვლენების გამო დააკავეს. მე არ შემიძლია დავიჯერო, რომ გიორგი აბდალაძე და თუნდაც დანარჩენი რეპორტიორები, რომლებთანაც მე წლების ურთიერთობა მაკავშირებს ჯაშუშები არიან. მაშინ სააკაშვილმა ამიხსნას რა ტიპის ქვეყანაში ვცხოვრობთ, თუ ნებისმიერ რეპორტიორს საიდუმლო მასალებზე მიუწვდება ხელი. სასაცილოა ის ფაქტი, რომ ნაციონალური მოძრაობიდან წამოსვლის შემდეგ გახდნენ ნინო ბურჯანაძე, ზურაბ ნოღაიდელი და ირაკლი ოქრუაშვილი აგენტები. ჩვენ თავდებში ვუდგებით ფოტორეპორტიორებს და მოვითხოვთ რომ ისინი ხელისუფლებამ თავდებით გაათავისუფლოს', - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში გერმანიის საელჩოსთან ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ფოტორეპორტიორთა მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ფოტორეპორტიორებს, ირაკლი გედენიძეს, ზურაბ ქურციკიძესა და გიორგი აბდალაძეს ბრალად ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეც-სამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება. მათ სასამართლომ წინასწარი დაპატიმრება შეუფარდა. ნათია გედენიძე კი 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

საქმეს 'გრიფით საიდუმლო' ადევს.

ჯეონიუსი

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები