მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ირაკლი ალასანიას კადრს, მოზარდის წამებაში ადანაშაულებენ

ირაკლი ალასანია ჩემოდანზე ზის.  ბიძინა  ივანიშვილი მას არ ენდობა. თავდაცვის მინისტრს პრობლემები კადრების შერჩევაშიც აქვს. გარდა იმისა, რომ მას ნეპოტიზმში, საკუთარი ნათესავებისა და ახლობლების პოსტებზე  დანიშვნაში ადანაშაულებენ, თავდაცვის მინისტრს უფრო მნიშვნელოვან ბრალდებებს უყენებენ.

 ,,თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის' აღმასრულებელი დირექტორის თეა თუთბერიძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი,  სამხედრო პოლიციის უფროსის ამჟამინდელი მოადგილე, სერგო ჩაჩიბაია 6-წლიან სასჯელს არასრულწლოვანი მოზარდის ელექტროშოკით წამებისთვის იხდიდა. 

როგორც თუთბერიძემ განაცხადა, 2004 წლამდე, ჩაჩიბაია ზუგდიდის პოლიციის სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსის თანამდებობას იკავებდა და ამ პოსტიდან მისი გათავისუფლების მიზეზი, სწორედ  მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე გახდა.  

„ირაკლი ოქრუაშვილის პროკურორობის დროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორმა, როლანდ ახალაიამ სერგო ჩაჩიბაია, დანაშაულის აღიარების მიზნით, არასრულწლოვანი ნიორაძის სასტიკი წამების ბრალდებით დააკავა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის უფროსის ამჟამინდელი მოადგილე, ამ სასტიკი დანაშაულისთვის, 6 წლიან სასჯელს იხდიდა'- განაცხადა თეა თუთბერიძემ პრეს-კლუბში სტუმრობისას.

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები