მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ირაკლი ალასანია ბერლინში ანგელა მერკელის მრჩეველს შეხვდა

'თავისუფალი დემოკრატების' ლიდერი ირაკლი ალასანია ბერლინში ანგელა მერკელის მრჩეველს საგარეო საკითხებში კრისტოფ ჰოისგენს შეხვდა. 
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მიმდინარე პროცესი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსბული მდგომარება და რუსეთთან ურთიერთობა.
'გერმანიას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ნორმალიზაციაში', - განაცხადა ირაკლი ალასანიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ. 
'თავისუფალი დემოკრატების' ლიდერმა შეხვედრები ასევე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბუნდესტაგშიც გამართა. 
ალასანია ბერლინიდან პარიზში ჩავა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სენატში გამართავს შეხვედრებს.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები