მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ირაკლი ალასანია და თედო ჯაფარიძე ვაშინგტონში ტომას მელიას შეხვდნენ

კოალიცია 'ქართული ოცნების' ლიდერები ირაკლი ალასანია და თედო ჯაფარიძე  ვაშინგტონში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში ტომას მელიას შეხვდნენ.

ალასანია პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო განიხილეს.

'მნიშვნელოვანია ჩვენმა მეგობრებმა იცოდნენ რა ხდება არა მხლოდ თბილისში, არამედ  საქართველოს რეგიონებში, როგორ ილახება ჩვენი მოქალაქეების უფლებები მხოლოდ იმიტომ, რომ მათ 'ნაციონალური მოძრაობისგან' განსხვავებული ხედვა აქვთ. მომავალი არჩევნები ისტორიულია, რადგანაც პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს.'- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ალასანიამ.

კოალიციის ლიდერები ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში სენატისა და კონგრესის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები