მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ირაკლი ალასანია ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდება. როგორც ალასანია გაზეთ 'ალიასთან' ინტერვიუში ამბობს, ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარისგან მიიღო წერილი და მას 15 ნოემბერს შეხვდება.

'მას ჩემთან საუბარი სურს ნატო-ს კომიტეტის გადადებულ ვიზიტზე საქართველოში. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას ავუხსნა, რომ ნატო-ს კომიტეტის შეხვედრა არ გაუქმებულა, უბრალოდ, შეხვედრამ გადაიწია, გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის ირგვლივ არსებული გაურკვევლობის გამო', - აცხადებს ალასანია.

მისივე თქმით, მათ აინტერესებთ დეტალურად, რა პირობებში, როგორ ხდებოდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, თავდაცვის სამინისტროში, გაერთიანებულ შტაბში იმ პრობლემებზე რეაგირება, რაც მუდმივად გვესმოდა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.

'ამის აღმოფხვრისკენ ნაბიჯის გადადგმა, პირდაპირ გეტყვით, არის ნაბიჯი ნატო-სთან დაახლოების. ამიტომ ჩვენ გვექნება რასმუსენთან შეხვედრა და ჩვენთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე მიიღწევა შეთანხმება.', - ამბობს ალასანია.

'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები