მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ირაკლი ალასანია პრეზიდენტს ვეტოს უფლების გამოყენებისკენ მოუწოდებს

'თავისუფალი დემოკრატების' ლიდერი ირაკლი ალასანია საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან პარლამენტის მიერ დღეს მიღებულ კანონთან დაკავშირებით ვეტოს უფლების გამოყენებას ითხოვს. 
როგორც 'ინტერპრესნიუსს' პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, ირაკლი ალასანია ფიქრობს, რომ რელიგიური გაერთიანებებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭებამდე საჯარო და მრავალმხრივი დისკუსია უნდა გამართულიყო. 
'მივმართავ მიხეილ სააკაშვილს, გამოიყენოს ვეტოს უფლება და ერთპარტიული პარლამენტის მიერ ნაჩქარევად მიღებულ კანონს ხელი არ მოაწეროს, რათა დაიწყოს ამ საკითხზე მრავალმხრივი საჯარო დისკუსია', _ განაცხადა ირაკლია ალასანიამ.
საქართველოში მოქმედი რელიგიებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის შესახებ კანონი პარლამენტმა გუშინ ერთხმად დაამტკიცა. პროექტს მხარი დაუჭირა უმრავლესობის 70-მა დეპუტატმა, არც ერთის წინააღმდეგ. კენჭისყრას ოპოზიცია არ ეწრებოდა, რადგან ისინი საკითხის განხილვის გადადებას ითხოვდნენ და კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვეს. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები